უცხოეთი
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია „ალ-ქაიდას“ მიერ აშშ-ის ანდა ევროპის ტერიტორიაზე ახალი ტერაქტის მზადების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარშა კეტრონმა განაცხადა. ეს სიახლე დაემთხვა უწინ უცნობი დაჯგუფება „ეგვიპტის ხალიფატის მეომრების“ განცხადებას, რომელიც ტერაქტებით დაემუქრა დასავლეთის იმ ქვეყნებს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებში რომ მონაწილეობენ.