საზოგადოება
პატიმრის გაქცევის საქმეზე ბადრაგირების სამსახურის სამი თანამშრომლები დააკავეს

1Konvoi-sazog-2საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან ბადრაგირებისას გაქცევა, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს.

21 სექტემბერს, გამთენიისას გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან სოსელიამ, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით ის სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა.