უცხოეთი
პოროშენკო: ობამამ უკრაინას უარი უთხრა აშშ-ის მოკავშირის სპეცსტატუსზე

Otkazal-ucx-2საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას უარი უთხრა ნატოს ფარგლებს გარეთ აშშ-ის მოკავშირის სპეცსტატუსზე, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში.
აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სპეციალური სტატუსის მიღებას იმედოვნებს.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, მიანიჭებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკრაინას სასურველ სტატუსს, პოროშენკომ მიუგო: „მან თქვა „არა“, ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური სტატუსი“.

უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი აზრით, აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების დონე დღეს მნიშვნელოვნად აღემატება მის სურვილებს და „გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას ნატოს ფარგლებს გარეთ მოკავშირის სტატუსი მოითხოვს“.