საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „სააკაშვილის ქონების დაყადაღება აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს კარგ ფონს არ შეუქმნის“

ARREST-sazog-3საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. პროკურატურის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ბატონ ირაკლის არ შეუქმნეს მაინცდამაინც კარგი ფონი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთი კვირის წინ გააკეთა მძაფრი განცხადება, რომელსაც ყურადღებით მოვუსმინეთ, გულისყურით მოვუსმინე პირადად მე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტაბების პოლიტიკურ დახმარებაზეა. ერთი კვირის მერე დღეიდან, პრემიერი ღარიბაშვილი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში... დღეს ხდება დაყადაღება ქონების. მე გეტყვით, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან რთულად ჩანს“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მას სურდა, ქართულ დელეგაციას ვაშინგტონში უკეთესი ფონი ჰქონოდა.