საზოგადოება
„მარგველაშვილის გასაპიარებლად მიშამ, გვარამიამ და ნადირაშვილმა მოიფიქრეს, რომ მაკა ჩიჩუა ჩასვან „იქს ფაქტორის“ წევრად“

ALIA-sazog-1საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ექსპრეზიდენტ მიხილ სააკაშვილის დავალებით დეპუტატი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პიარ-ღონისძიებებში ჩაერთო. ამის შესახებ გაზეთი „ალია“ წერს.

ნადირაშვილი თავის დროზე მიშა სააკაშვილის პიარი და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო, ის უზრუნველყოფდა მიშას საპიარო თემების გაშუქებას სხვადასხვა ტელეკომპანიაში -„რუსთავი 2“-ში, „იმედში“ და ასე შემდეგ. მიშას დავალებით, ირმა ნადირაშვილი ჩაერთო მარგველაშვილის გასაპიარებელ ღონისძიებებში. მის გასაპიარებლად მიშამ, ნიკა გვარამიამ და ირმა ნადირაშვილმა მოიფიქრეს, რომ მარგველაშვილის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩასვან „რუსთავი 2“-ის რომელიმე მუსიკალური შოუს, მაგალითად, „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრად, ასევე აპირებენ ანა მარგველაშვილისთვის, ანუ პრეზიდენტის ქალიშვილისთვის გააკეთონ სპეციალური საავტორო გადაცემა“, – აცხადებს გამოცემის წყარო.

„ალიასთან“ საუბარში დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა აღნიშული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.