პუბლიკაციები
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნების ათეულში შევიდა

Ubeduri-pol-2-an-2-mtსაქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. Global Well-Being Index in 2013-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც კომპანია Gallup-Healthways-მა შეადგინა, საქართველო  მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნების ათეულს აგვირგვინებს.
სამშაბათს გამოქვეყნებული რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო შემდეგი პარამეტრები: მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობა, მათი სოციალური დაცვის დონე, ურთიერთობები ახლობლებთან, ჯანმრთელობის მაჩვენებელი, ცხოვრებით კმაყოფილება - მიზნების მიღწევის მოტივაცია.

ყველაზე უბედური ქვეყნების რეიტინგის სათავეში სირია მოექცა. მას მოჰყვება ავღანეთი, ჰაიტი, კონგო, ჩადი, მადაგასკარი, უგანდა, ბენინი, ხორვატია და საქართველო.

Gallup-Healthways-ის მოწმობით, ყველაზე ბედნიერი ქვეყანა პანამაა. ათეულში შევიდნენ, ასევე, კოსტა-რიკა, დანია, ავსტრია, ბრაზილია, ელ-სალვადორი, ურუგვაი, შვედეთი, კანადა და გვატემალა.

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ უბედური ქვეყნების სიაში ხშირად ხვდებიან შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩათრეული სახელმწიფოები.

რეიტინგი შედგა სატელეფონო გამოკითხვის საფუძველზე, ასევე, უშუალო ინტერვიუს გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 135 ქვეყანაში მცხოვრებმა 133 ათასმა ადამიანმა 15 წლის ასაკიდან და ზევით. ცდომილება +-2.1-დან +-5.3-მდე შეადგენს.

კვლევის შედეგებს შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ კომპანია Gallup-Healthways-ის საიტზე.

Ubeduri-pol-2-anl-2-qv