საზოგადოება
წამლების შემდეგ, „საქინფორმის“ მორიგი გამარჯვება - თბილისში ფოიერვერკების სროლაზე ჯარიმა დაწესდება!

Pobeda-sazog-3საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც „საქინფორმმა“ აიმაღლა ხმა წამლების რეცეპტით გაცემის ახალი წესის წინააღმდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ 700 წამალი მე-2 ჯგუფიდან მე-მე-3-ში გადაიტანა, ანუ ურეცეპტო გახადა.
მკითხველისთვის, აგრეთვე, კარგად ცნობილია, რომ „საქინფო“ არაერთხელ გამოუთქვამს აღშფოთება თბილისში ღამის საათებში სროლებით და ამდაგვარი ხმაურით. და აი, თბილისის საკრებულო დედაქალაქში საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურზე რეგულაციის შემოღებაზე მუშაობას იწყებს!

რეგულაცია შეეხება შეზღუდვას ბარებში, რესტორნებში ხმაურსა და ხმამაღალ მუსიკაზე, ასევე ღამის საათებში ფოიერვერკის სროლაზე. თუ შეზღუდვის შემოღების შემდეგ ხმაური დადგენილ ნორმებს გასცდება, შესაძლოა ხულიგნობად დაკვალიფიცირდეს და დამრღვევი კანონის ძალით დაისაჯოს. კონკრეტული სანქციების გამოყენებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. სამსახურის უფლებამოსილებაშია, რომ კონკრეტული ჩივილის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი ადგილზე მივიდეს და სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხმაურის დონე დეციბელებში გაზომოს. თუ დადგინდა რომ ხმაურის დონე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს სცდება, ანუ ხმაური ფიქსირდება საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე და 40 დეციბელს სცდება, ხმაურის შემქმნელი დაჯარიმდება.