უცხოეთი
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. პროექტ „ვარშავიანკის“ სათაო წყალქვეშა ნავი „ნოვოროსიისკი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობაში ჩართეს. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. სამხედრო-საზღვაო ფლოტის გეგმებით, 2016 წლამდე ამ პროექტის ექვის წყალქვეშა ნავი უნდა აიგოს. ამჟამად „ნოვოროსიისკი“ სანქტ-პეტერბურგში, „ადმირალტეისკიე ვერფის“ ქარხანაში იმყოფება, სადაც მომზადებას გადის ჩრდილოეთის ფლოტში ფლოტთაშორისი გადასვლისთვის.