შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, 18 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული
ბონდო ც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 157 აბი და 8 ნატეხი „სუბუტექსი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,28 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკი ისრაელიდან უკანონოდ შემოიტანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.