პუბლიკაციები
გენერალი ბრიდლავი: ნატომ რფ-სთან პარტნიორობის შესაძლებლობების ნაწილი დაკარგა

Bridlav-zar-1საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ნატომ რუსეთთან პარტნიორობის შესაძლებლობების ნაწილი დაკარგა და ახალ პირობებთან ადაპტაციას ახდენს, - განაცხადა ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა ევროპაში ფილიპ ბრიდლავმა.
არა მგონია, რომ ნატო ოდესმე შეძლებს ევროპაში მთლიანად, თავისუფლად და მშვიდობიანად ყოფნას, თუ პარტნიორად რუსეთი არ ეყოლება. რფ-ს პარტნიორად გადაქცევას 12 წელი ვცდილობდით“, - განაცხადა ბრიდლავმა ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე. „ნატოს ძალების სტრუქტურა კარგად იყო ადაპტირებული წარსულისთვის, როცა რფ-სთან პარტნიორობის კარგ შესაძლებლობას ვხედავდით. ახლა ჩვენ ამ შესაძლებლობების ნაწილი დავკარგე და დავთანხმდით ალიანსის ადაპტირებას, რათა უკეთესად მოვახდინოთ რეაგირება სიტუაციაზე, სადაც ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშესთან პარტნიორული ურთიერთობები არ გვაქვს“, - აღნიშნა მან.

ბრიდლავმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი მოამზადებს ქვეყანა-პარტნიორებს, იქ რუსულენოვანი მცხოვრებლების დიდი რიცხვით, წინ აღუდგეს „ჰიბრიდულ ომს“, რომელში მონაწილეობაც, შესაძლოა, სამხედროებმა ამომცნობი ნიშნების გარეშე მიიღონ. მათ ალიანსმა უწინ „მწვანე კაცუნები“ უწოდა. ბრიდლავის აზრით, „ქვეყანა-აგრესორისათვის ასეთი მწვანე კაცუნების მითვლისას  ძალაში შედის ნატოს წესდების მეხუთე მუხლი და ალიანსმა შესაძლოა აუცილებელი საშუალებები აამოქმედოს“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეხუთე შეთანხმების (1949 წ.) მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთ წევრ-ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება როგორც ყველა მათგანზე თავდასხმა და თითოეული ქვეყანა, კოლექტიური თავდაცვის წესიდან გამომდინარე, დაეხმარება აგრესიის მსხვერპლს, შეიარაღებული ძალების გამოყენების ჩათვლით.