ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა ისევ გადაიდო
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალური გახსნა, რომელიც გიორგობის დღესასწაულზე იყო დაგეგმილი, ორგანიზაციული საკითხების მოუგვარებლობის გამო გადაიდო და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ განმარტება ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორის თანაშემწემ მიხეილ გალდავამ გააკეთა.
ცნობისთვის: ფოთის თიზ-ში ამჟამად უკვე 26 კომპანია ფუნქციონირებს. ინვესტორი კომპანიები წარმოდგენილნი არიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, ირანიდან, ჩეხეთიდან და სხვ. ინვესტორები საღებავების, საკვების, საავტომობილო ზეთების, ავეჯის, ფეროშენადნობების წარმოებისა და სხვა ინდუსტრიებიდან არიან წარმოდგენილი.