ჭანდარში XI-XII საუკუნეების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია ინგრევა
გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში XI-XII საუკუნეების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია ინგრევა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ეკლესიის ჭერის ნაწილი უკვე ჩამოინგრა, კედლები შუაზეა გახსნილი და, ძეგლთა დაცვის სპეციალისტების განცხადებით, თუ ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდება, ტაძარი მთლიანად დაინგრევა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტის - თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, "ეკლესიის აღდგენა მას შემდეგ დაიწყება, რაც ბიძინა ივანიშვილის ფონდი ეკლესიების რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს დაიწყებს".