პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების განვითარების სტრატეგია"

Bidzo-polit-3საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს (ინტერვიუს ფრაგმენტებს აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ bit.ly/1qQ9j3X და Facebook-ზე Bidzina Ivanishvili & Media).

"რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას, მიმაჩნია, რომ საჭიროა ჩემი პირადი აქტიურობა და ამასთან დაკავშირებულ ფორმებზე ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. მაქვს პროექტების რამდენიმე ვარიანტი. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ მე უფრო აქტიური ვიყო და ხშირად დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართული საზოგადოების განვითარების სტრატეგია.
ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, მე ერთ-ერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, რაზეც დღეს არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება... დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რეალურად, სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად, უნდა დავგეგმოთ, რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, მისი განვითარება რთული იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.