პოლიტიკა
“მე არავისთან მაქვს პრობლემა და არავისთან ვარ კონკურენციაში!” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხის კომენტირებისას განუცხადა
polit-3საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის განმარტებით, მისი მთავარი საზრუნავია ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. „არავისგან დამატებითი უფლებები და არავის დამატებითი ფუნქციები არ მჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ, ახალი სკოლების მშენებლობაზე, ვმუშაობთ იმაზე, რომ ეკონომიკა გაუმჯობესდეს, სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ეს არის ჩემი საზრუნავი, ამაზე ვფიქრობთ 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.