პუტინი: „უკრაინის კრიზისი ნატოს რეანიმაციას ემსახურება“
საქართველო, 12 სექტემბერი,
საქინფორმი. დასავლეთის მიერ პროვოცირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი ნატოს სამხედრო ბლოკის რეანიმაციას ემსახურება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა
პუტინმა 2016-2025 წლების შეიარაღების პროგრამის პროექტის შემუშავებისადმი მიძღვნილ თათბირზე.
„კრიზისი უკრაინაში, რომლის პროვოცირებაც ზოგიერთმა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა მოახდინა, ახლა ამ სამხედრო ბოკის რეანიმაციისთვის გამოიყენება. ეს ყველაფერი, ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ და გავითვალისწინებთ კიდეც ჩვენი ქვეყნის უსაფრტხოების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს უსაფრთხოება აბსოლუტურად გარანტირებული იყოს“, - განაცხადა პუტინმა.