პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: „პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც გუშინ ქობულეთში მოხდა - ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს!“

Rori-polit-3საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის.

ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.
ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.
საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით
“, - აღნიშნა პრემიერმა.