პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მიხეილ სააკაშვილი არის ცნობილი, როგორც დესტრუქტორი და მთავარი არეულობის შემომტანი, მაგრამ ყველას გასაგონად ვამბობ, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მიმართ, ვინც რაიმე სახის დესტრუქციულ ქმედებას გაბედავს“
Mixail-polit-2საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფო დღეს დგას თავის სიმაღლეზე და ქაოსის ან არეულობის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. „ქაოსის ან არეულობის შემოტანის ნებისმიერი მცდელობა დასრულდება მათთვის ძალიან ცუდად და ყველა ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, როგორ საფარქვეშაც არ უნდა მოქმედებდეს, დაისჯება. სახელმწიფო მათ მიმართ იქნება დაუნდობელი, ვინც გაბედავს რაიმე სახის დესტრუქციულ მოქმედებას. ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს სტაბილური ხანა, სტაბილური ეპოქა, ჩვენ არ გვაქვს ასეთ დესტრუქტორებზე დასახარჯი დრო. ამას მიხედავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე მომახსენეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმ გეგმების თაობაზე, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა ინტერვიუში. ჩემი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისჯება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.