უცხოეთი
სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Ту-95-მა აშშ-ზე ბირთვული იერიშის რეპეტიცია გაიარა

Bombardir-zar-2საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. კანადის სანაპიროებთან აშშ-ის ობიექტებისკენ მიმართული წვრთნები რუსულმა რაკეტმზიდებმა ჩაატარეს. ამ მანევრებმა აშშ-ში დიდი შეშფოთება გამოიწვიეს. რფ-ის თავდაცვის დოქტრინაში პრევენციული ბირთვული იერიშების ჩართვის წინადადებით გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური იაკუბი გამოვიდა, - იხსენებს „რიდუსი“. პოზიციებიდან, სადაც წვრთნები მიმდინარეობდა, ბირთვულქობინებიანი ფრთოსანი რაკეტებით მათ ვაშინგტონის, ნიუ იორკის, ჩიკაგოსა და ნორფოლკში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის განადგურება შეეძლოთ.

საჭიროების შემთხვევაში,ას ევე, იერიშის მიტანა შესაძლებელია ოტავასა და კანადის სხვა დასახლებულ პუნქტებზე.

ამერიკული მედია რუსეთის წვრთნებს უკრაინის კრიზისსა და ასევე, უელსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს უკავშირებს, სადაც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.