საქართველო ავღანეთში 20 სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის
ქართველი ინსტრუქტორები ავღანეთში ადგილობრივი სამხედროების მომზადების მიზნით ჩავლენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. "საქართველო ავღანეთის ოპერაციაში აქტიურად ჩაერთო.
ჩვენ ამ თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს და თავს ვალდებულად ვთვლით, საკუთარი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში,’’ - განმარტა კალანდაძემ. 20 ინსტრუქტორი ავღანეთში ადგილობრივ სამხედროებს დაეხმარებიან და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონკრეტულად რომელ პროვინციაში გაიგზავნებიან ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.