შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საქართველო, 11 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა 1946 წელს დაბადებული
იოსებ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ქობულეთის რაიონში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ზენითში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას "ნაგანი"-ს ტიპის რევოლვერი ორი ვაზნით ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და ვაზნები სასროლად ვარგისია.