პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს 11 სექტემბერს ეწვევა

Azerbaijan-polit-3საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართება საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას  12 სექტემბერს დატოვებს.

დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი და სხვები.