პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე გამართულ ავიაშოუს დაესწრო

Aviashow-polit-2საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე მოწყობილი გამოფენაც დაათვალიერა და ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო პილოტებმა ლ-39 „ალბატროსი“-ს, სუ-25 „მიმინო“-ს და AN-2 ტიპის თვითმფრინავებით უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულეს. ავიაშოუში ჩართული იყო UH-1H “იროკეზის” ტიპის ვერტმფრენიც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  მი-8 და AS-332 “ევროკოპტერის“ ტიპის ვერტმფრენები, AN-2 ტიპის თვითმფრინავი და უპილოტი საფრენი აპარატები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვები.