პოლიტიკა
პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დანერგილი ტერმინი - „რეიდი“ - მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ გარკვეული ნეგატიური ასოციაცია ბნელ წარსულთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურჯაანში განაცხადა

Reid-polit-1საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი. მათ აქვთ ამის სრული უფლება კანონით მინიჭებული და ის ისტერიკა, რაც ამ დღეებში გვესმოდა, მიმართული იყო პირადად მინისტრის და მთელი სამინისტროს დისკრედიტაციისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პრევენციული ღონისძიებები მიმართულია მეტი წესრიგისა და დისციპლინისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაციის შესაძლო გამგზავრების შესახებ.

გადაწყდა, რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაეროს სამიტზე გაემგზავრება მთავრობის მეთაური. განსაზღვრულია დელეგაციის შემადგენლობა, ჩვენ თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი“, - აღნიშნა პრემიერმა.