უცხოეთი
ნარიშკინი: რფ-ს წინააღმდეგ სანქციებს კიევი აგრესიისკენ წახალისებად აღიქვამს

NariSkin-zar-1საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემოღება კიევმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის წახალისებად აღიქვა, - მიაჩნია სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინს.
ყველამ, ვინც რუსეთზე ზეწოლას ლამობს, ცუდი გზა აირჩია. სანქციებმა ძალადობის შემდგომ ზრდამზე მიგვიყვანა, კიევის ხელისუფლებამ ისინი აღიქვა როგორც საბაბი გააქტიუროს სადამსჯელო ოპერაცია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რამაც შედეგად ახალი ნგრევა და მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი მოიტანა“, - განაცხადა ნარიშკინმა რუსეთ-იაპონიის ფორუმზე.

მან აღნიშნა, რომ ახლაც კი, როცა მოლაპარაკებების პროცესი აღდგენილია, შემოღებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სიტუაცია უწინდებურად ძალზე რთული რჩება.

დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის კანადა, შიდაუკრაინული კრიზისის ესკალაციისთვის პასუხისმგებლობის წილს რუსეთს აკისრებს, რის გამოც მის წინააღმდეგ რიგი შემზღუდველი ზომები მიიღო.

მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ კრიზისის მხარეს არ წარმოადგენს.