საზოგადოება
ქართველმა სასულიერო პირებმა კრემლის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურებაში მიიღეს მონაწილეობა

donis-monasteriქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა, სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქ კირილთან ერთად, კრემლში ღვთისმსახურებაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც რადიოსადგური "გოლოს რასიი" იუწყება, ერთობლივი ღვთისმსახურება მათ გუშინ აღავლინეს. მთავარანგელოზობის სადღესასწაულო მსახურებაში, რომელიც კრემლის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში შესრულდა, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია და ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მონაწილეობდნენ. ისინი, უკვე რამდენიმე დღეა, მოსკოვში იმყოფებიან და დონის მონასტერსაც ესტუმრნენ. ქართული დელეგაცია მოსკოვში მართლმადიდებლურ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც 17-18 ნოემბერს გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში შედგა თემატური სექცია: "ქართველოლოგია: პრობლემები და პერსპექტივები".