შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საქართველო, 10 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული
ავთანდილ ც. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ქობულეთში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდით და 35 ცალი საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.