პოლიტიკა
„რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ქვეყნის საგარეო იმიჯს არ დააზიანებს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი გაერო-ში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში "უხერხულობას" ვერ ხედავს.
„მე მაქვს ვიზიტი, ასევე, თურქეთშიც, მაგრამ ჯერ - შეერთებულ შტატებში. მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებების შესახებ სამიტზე გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს.