პოლიტიკა
ისრაელის საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ებრაელი ბიზნესმენების შეხვედრაზე გახდა ცნობილი

Israel-polit-2საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ებრაული საინვესტიციო კომპანიების: Kitaiminvest-ის, Plarium-ისდა Pegasus East West-ის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოში მსხვილი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბიზნესმენებმა საქართველოს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოში 100 ათასი დოლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელეს.