პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგანგებო განცხადება

Spec-polit-1საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.
გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან.

შესაბამისად,  პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით 14 სექტემბერს 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.