უცხოეთი
რუსეთს შეუძლია ევროპაში ყველა ძრავი ჩააქროს!

zar-2საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპული ბიზნესის წარმომადგენლებს მალე პანიკა დაეწყებათ. თუ  სანქციების მორიგი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ მიღებული იქნება, ბევრი ევროპული კომპანიისათვის ეს კატასტროფად იქცევა.

ცოტამ თუ იცის, რომ რუსეთი პალადიუმის მთავარი და ძირითადი მიმწოდებელია. ეს მხოლოდ ერთი ლითონია, რომელიც ახლა ოქროზე 4-ჯერ ძვირი ღირს და რომლის არარსებობამაც ევროპაში შესაძლოა სრულად გააჩეროს საავტომობილო წარმოება. საქმე ისაა, რომ პალადიუმი ავტომანქანების ზეთის ფილტრებისთვის გამოიყენება და ახლაც კი, როცა რუსეთი აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას ამ ლითონის მიწოდებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ამ ლითონის დეფიციტია რამდენიმე ტონით.

ეს მხოლოდ ერთი პოზიციაა, რომლის მიწოდების შეწყვეტითაც რუსეთს შეუძლია საშინელი ძალის დარტყმის მიყენება, - ამბობენ ევროპელი ექსპერტები და ბიზნესმენები. სანქციების ომი მეწარმეებს არაფერში სჭირდებათ.

ამიტომ ევროპის ბიზნესის ასოციაციამ მიმართა ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელმწიფოთა მეთაურებსა და მთავრობებს, ასევე, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს თხოვნით, ახალი სანქციების გაცვლის შედეგად ნეგატიური შედეგებისგან დაიცვან კომპანიები, რომლებიც თავის ბიზნესს იმ სექტორებში აწარმოებენ, რომლებსაც შესაძლოა შემზღუდავი ზომები შეეხოს.

ევროპის ბიზნესის ასოციაციაში განმარტავენ, რომ ბიზნესი სახელმწიფოთა შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს და ის რაიმე სპეციალურ შეზღუდვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელობა მტკიცედ სთხოვს ევროკავშირისა და რუსეთის ხელისუფლებას დაიცვან ბიზნესი ნებისმიერი შემდგომი ორმხრივი სანქციებისგან.