პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ–მინისტრს მოკითხვას უთვლიან. ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენის პირადი მოკითხვა ირაკლი ღარიბაშვილს აშშ–ს თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა გადასცა

polit-2საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თქვენი ვიზიტი თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ვაშინგტონისგან, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს, რომელსაც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

თავის მხრივ აშშ–ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მთავრობას და პრემიერ–მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.