საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი მიიღო
საქართველო, 9 სექტემბერი,
საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემა უელსის ნატო-ს სამიტის შედეგები და ის პაკეტი იყო, რომელიც საქართველოს დაეხმარება ნატო-ს წევრობისთვის შემდგომ მომზადებასა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებაში. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს მის ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას.
ჩაკ ჰეიგელმა ამერიკის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილი წვლილისთვის და აშშ-ის პრეზიდენტის მოკითხვა გადასცა. მხარეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.