ეგვიპტეში დაშავებული ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცოლ-ქმარი მაია წიკლაური და ზურაბ გიგუაშვილი ქაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ექიმების თქმით, მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ორი მოქალაქე ტურისტული ავტობუსით ქაიროდან ხურგადისკენ მიემგზავრებოდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ადგილზე დაიღუპა 9 და დაშავდა 40 ადამიანი. ავარიის მიზეზად ავტობუსის გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. საქართველოს საგარეო უწყება მომხდარის დეტალებს არკვევს.