პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირის მისიის ფარგლებში ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში შეაქვთ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო, ასევე, უკრაინაში შექმნილ ვითარებას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.