პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიტანოს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!"

1-G-pol-2-an-1-mtსაქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს სამიტის ფარგლებში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც, კერძოდ, აღნიშნა:

ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს, დააფასეს ის დემოკრატიული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, ის ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სამინოსტროსა და ჩვენს ჯარში, ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და ის გმირობა, რომელსაც ისინი ISAF-ის მისიის ფარგლებში იჩენენ. ჩვენ ახლა უკვე ვართ ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიისა და იორდანიის გვერდით, იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებსაც უფრო დაახლოებული თანამშომლობა აქვთ ალიანსთან.  

ნატოს სამიტიდან ჩვენ მივდივართ საშუალებების იმ პაკეტით, რომელიც ნატოსკენ მიმავალ გზაზე არა მხოლოდ პოლიტიკურად წინ წასწევს საქართველოს, არამედ უფრო დაცულს, უფრო უსაფრთხოს გახდის მას.

ასევე მინდა საგანგებოდ აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი მოკავშირე ქვეყნებისაგან მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი პრობლემური, კონფლიქტური რეგიონების საკითხთან დაკავშირებით.

სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ  უკან უნდა გაიტანოს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

1-H-pol-2-an-1-qv