უცხოეთი
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, რფ „უწინდებურად აგრძელებს ძალიან სახიფათო ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დაძაბულობის ესკალაცია მოაქვს უკრაინაში და ამ ნაბიჯებს რფ-სთვის შედეგები ექნება“. მიუხედავად ამისა, აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, აშშ „ამის გამო სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებს, რუსეთის წინააღმდეგ ომს არ დაიწყებს“.