უცხოეთი
აშშ აგრძელებს 16-26 სექტემბერს დასავლეთ უკრაინაში დაგეგმილ წვრთნებში - „სწრაფი სამკაპა“ მონაწილეობისათვის მზადებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ქვეყნების, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის, ათასამდე სამხედრო მოსამახურე

1-usa-zar-2საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. „როიტერის“ მონაცემებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ 200-მდე ამერიკელი სამხედრო, ასევე, უკრაინის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესპანეთის სამხედრო მოსამსახურეები.

ამჟამად ჩვენ უწინდებურად ვგეგმავთ წვრთნების ჩატარებას, - განაცხადა აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა, 1-ლი რანგის კაპიტანმა გრეგორი ჰიქსმა.

სწრაფი სამკაპა“, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების ყოფნის პირველ შემთხვევად იქცევა მიმდინარე წლის აპრილში კიევის ძალოვნების მიერ სპეცოპერაციის დაწყების მომენტიდან.

წვრთნები, რომლებიც აქამდე ყოველწლიურად იმართებოდა, უნდა ფოკუსირდეს სამშვიდობო ოპერაციებსა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებლობაზე.

აშშ-მა უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, სამხედრო დახმარება გაუწია 52 მლნ დოლარის ოდენობით.