უცხოეთი
New York Times: „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გეგმას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ მოსკოვის მიმართ დასავლეთის ახალი სანქციების თავიდან არიდება შეუძლია“

1-Plan-zar-1საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. პუტინის მშვიდობიანმა გეგმამ, რომელიც მან მოკლედ ჩამოაყალიბა ციმბირის თავზე ფრენისას, დიპლომატიური წრეებში ალიაქოთი გამოიწვია და დასავლეთს საბაბი მისცა, გადაედო სადამსჯელო სანქციების შემოღება, რომლებიც დააზარალებდა ახალი რეცესიის ზღვარზე მყოფი ევროპის ქვეყნების ეკონომიკას, - აღნიშნავს New York Times.
ამასთან, სტატიის ავტორის აზრით, რუსეთის ლიდერის გეგმას უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ შესაძლოა მხარი დაუჭიროს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც „ომისგან დაიღალა“.

წინა დღეს პუტინმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თავის უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის კრიზისის სტაბილიზაციის საქმოქმედო გეგმის მონახაზი გააკეთა, რომელიც 7 პუნქტს ითვალისწინებს.

რუსეთის პრეზიდენტი წინადადებას აყენებს, შეწყდეს საიერიშო ოპერაციები ორივე მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, დააბრუნონ უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების ქვედანაყოფები იმ მანძილზე, რომელიც გამორიცხავს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნას, მოხდეს ტყვეების გაცვლის ორგანიზება ფორმულით „ყველა ყველაზე“, გაიხსნას ჰუმანიტარული კორიდორები დონბასში და გაიგზავნოს იქ სარემონდტო ბრიგადები ინფრასტრუქტურის აღსადგენად, მოახდინონ საერთაშორისო მონიტორინგის ორგანიზება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად.

„ზამთარი ახლოვდება და რუსეთთან კიდევ ერთი კონფრონტაცია - ამჯერად გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, სათუოა გადაწყდეს აღმოსავლეთ უკრაინაში უწყვეტი ბრძოლების ფონზე“, - აღნიშნავს New York times.