პოლიტიკა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

1-Cakrabarti-polit-3საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ევრობანკსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ევრობანკის უწყვეტი მხარდაჭერის შესახებ იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების საქმეში. ასევე საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოში ევროპი სრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და EBRD-შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. ღრმად მწამს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეფორმები კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე", - აღიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის პოტენციალს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ხელისუფლებასთან მათი მხრიდან სტაბილური ეკონომიკური მომავლის უზრუნველყოფის საქმეში“, - განაცხადა ევრობანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტმა.