პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართა

1-sekretar-polit-2საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა.

ქვეყნის პირველი პირისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნამდე გაიმართა და მხარეებმა ამ სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე სამიტს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხრდაჭერისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ტეგრაციის გზაზე.

შეხვედრისას იმედი გამოითქვა, რომ მიმდინარე სამიტი საქართველოს მისცემს ნატოში გაწევრების ბიძგს. მხარეებმა ყურადღება იმ პაკეტზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველოს ამ სამიტის შედეგად მიიღებს.