უცხოეთი
გაერო: მილიონამდე ადამიანი აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთში გაიქცა

1-OON-zarub-1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფრლიქტის შედეგად მილიონამდე ადამიანი იძლებული გახდა, სახლ-კარი დაეტოვებინა, - იტყობინება გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველო ლტოლვილთა საკითხებში. ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო სამი კვრისი განმავლობაში ლტოლვილთა რიცხვი, რომლებიც ბრძოლების რაიონებიდან უკრაინის სხვა რეგიონებში გადასახლდა, თითქმის სამჯერ გაიზარდა და ახლა დაახლოებით 260 ათას კაცს შეადგენს. 5 აგვისტოს 117 ათასი უკრაინელი ლტოლვილის შესახებ იტყობინებოდნენ.

ამასთან, გაეროს მონაცემებით, 814 ათასამდე უკრაინელი წლის დასაწყისიდან რუსეთში გადასახლდა.

დონეცკში, ლუგანსკში და დონეცკის ოლქის სამხრეთში ხანგრძლივი ბრძოლების გათვალისწინებით, ვშიშობთ, რომ ლტოლვილთა რიცხვი კვლავაც გაიზრდება“, - განაცხადა სამმართველოს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ვინსენტ კოშტელმა.