პოლიტიკა
ელჩი ნორლანდი ნიქოზში ანიმაციური ფესტივალის გახსნას დაესწრო
1-nikozi-polit-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მეოთხე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ნიქოზში 1 სექტემბერს გაიხსნა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები მონაწილეობდნენ. ფესტივალს ფინანსური მხარდაჭერა აშშ-ის საელჩომ გაუწია. ელჩმა ნორლანდმა, რომელიც გახსნას დაესწრო, მოიწონა  სამხრეთ ოსეთთან არსებული გამყოფი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ დაგეგმილი კულტურულ-ეკონიმიკური აქტივობა, რომელიც ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარებას ემსახურება. ის გამოეხმაურა მათ წუხილს, ვისაც ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები შეეხო, და რამაც ხელი შეუშალა ფესტივალის დამფუძნებელს, მეუფე ისაიას, ფესტივალს დასწრებოდა. „მაშინ როცა ქართველები თავის ოს დებს და ძმებს უგზავნიან  გაერთიანების და გამთლიანების გზავნილს, არასერიოზულად მიმაჩნია რეგიონში კედლების აღმართვა და ადამიანების დაშორება“, - თქვა ელჩმა.