პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

1-Vistupil-polit-2საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გუშინ დაიწყო. ქვეყნის პირველი პირი ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც სიტყვით გამოვიდა თემაზე „საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“.

ქვეყნის პირველი პირი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის, 4-5 სექტემბერს კი უელსში ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვები, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.