უცხოეთი
საზღაური ახლოვდება - გუშინ ბერძენმა მესაზღვრეებმა ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სამოსზე 4 საათით დააკავეს სააკაშვილის კუთვნილი, ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა, რომლის ბორტზეც საქართველოს ექსპრეზიდენტი მხიარულ კომპანიასთან ერთად იმყოფებოდა

1-Rasplata-ucx-3საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის თქმით, სააკაშვილი ძვირად ღირებულ იახტაზე იმყოფებოდა (საქინფორმის ინფორმაციით - მის კუთვნილ იახტაზე!),საქართველოს, ასევე ჰოლანდიისა და თურქეთის რამდენიმე მოქალაქის კომპანიაში. პასპორტების შემოწმებისას გაირკვა, რომ ბერძენმა მესაზღვრებმა მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის შესახებ სააკაშვილის დააკავების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ბერძნულ მხარეს მისი დაკავების უფლება არ ჰქონდა“, - აღნიშნა ელჩმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2014 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ.