უცხოეთი
ამერიკელმა ჟურნალისტმა უეინ მედსენმა ჯონ მაკკეინს ფსიქიატრიულში მკურნალობა ურჩია: „მაკკეინს სურს, რომ აშშ-მა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს. თავიდან საბაბად საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი იქცა“

1-Medsen-ucx-2საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელმა ჟურნალისტმა მედსენმა, რომელიც წარსულში აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობდა, ტელეარხ Press Tv -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი ვერსიით, მაკკეინის რუსოფობია სულიერი ტრავმით არის გამოწვეული, რომელიც მან ვიეტნამში ტყვედყოფნისას მიიღო, რის გამოც მან ფსიქიატრიულ დახმარებას უნდა მიმართოს.

ჟურნალისტის თქმით, წარსულში აშშ-ის კონგრესში უკვე იყო მსგავსი შემთხვევები, მათ შორის, სენატშიც. სენატორი ჯოზეფ მაკკარტნი 1950-იან წლებში ცნობილი იყო კომუნისტებისადმი თავისი ზიზღით. საბოლოოდ კი ის ფსიქიატრიულში აღმოჩნდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ჰოსპიტალში.

ვფიქრობ, მაკკეინს ასევე სერიოზული ფსიქიკური აშლილობა აქვს და ამ ჰოსპიტალში ისიც უნდა გაიგზავნოს. მას უფლება აქვს, იქ მკურნალობის კურსი გაიაროს არა მარტო როგორც სენატორმა, არამედ, როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანმაც“, - აღნიშნა მედსენმა.

სრულ უაზრობას ლაპარაკობს. მაკკეინს სურს, რომ აშშ-მა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყოს. თავდაპირველად საბაბი საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის კონფლიქტი იყო. ახლა კი მას ომის დაწყება უკრაინასა და ყირიმში არსებული სიტუაციის გამო სურს“, - აღნიშნა ვეტერანმა.