პოლიტიკა
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსის შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის მეთაურმა იურგენ ბოსს განუმარტა, რომ ეს საქართველოსთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კულტურული, არამედ პოლიტიკური პროექტია, შესაბამისად, პროცესის კოორდინაციას პირადად უხელმძღვანელებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩინებისთვის 300-ზე მეტი ქართული წიგნის თარგმნა იგეგმება. აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს კულტურის სამინისტროსთან შექმნილი ეროვნული წიგნის ცენტრი.
„ვისაუბრეთ მოსამზადებელი პროცესის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალი სამი წლის განმავლობაში. საუბარი შეეხო თარგმანებს და ასევე საქართველოს კულტურულ ტრადიციებს“, - განაცხადა იურგენ ბოსმა.