უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს ევროკაშირის მიერ ახალი სანქციების შემოღების შემთხვევაში“

1-meri-zar-3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს 30 აგისტოს მორიგი „დასკვნების“ ანალიზმა ხელახლა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს მათ მიერ კიევის ხელისუფლების მხარდაჭერის ინერციის დაძლევის უნარი არ შესწევთ.

ეყრდნობა რა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს ამ ქვეყის ტერიტორიაზე რუსული შეიარაღებული ძალების არსებობის შესახებ, ბრიუსელი, იმის ნაცვლად, რომ დაპირისპირებულ მხარეებს დაუყოვნებლივ მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისა და სრულფასოვანი საყოველთაო უკრაინული დიალოგისაკენ, განაგრძობს  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში დრამატული სიტუაციის ჭეშმარიტი მიზეზების აუღიარებლობას“, - აღნიშნეს რფ-ის დიპუწყებაში.

მათივე თქმით, ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს, რაც მისი კანონიერ უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული.