უცხოეთი
ნოვოროსიის არმიის ნაწილებმა მარიუპოლთან უკრაინული თვითმფრინავი Су-25 და ორი შვეულმფრენი Ми-8 ჩამოაგდეს. 100-მდე უკრაინელი სამხედრო დაჭრილია და მოკლული

1-Casti-zar-2საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას სახალხო მოლაშქრეებმა ძალოვნებს ორი ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, 14-მდე საბრძოლო მასალა და ნაღრმტყორცნი, 24 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალებიანი 2 საწყობი დააკარგვინეს.

31 აგვისტოს მათ წარმატებით განახორციელეს პირველი საზღვაო ბრძოლა აზოვის ზღვაზე. მოლაშქრეებმა 2 სასაზღვრო კატერის ლიკვიდირება მოახდინეს უკრაინელი სამხედროების მცდელობისას, ცეცხლი დაეშინათ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც ნოვოაზოვის რაიონის სოფელ შიროკინოში გამაგრდნენ.