აქტუალური
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მესამე ეროვნული ასამბლეა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.