პოლიტიკა
კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

1-zalkaliani-polit-3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, - ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მას სთხოვა, ორგანიზება გაეკეთებინა პრეზიდენტის ვიზიტისთვის გაეროს ასამბლეაზე. ზალკალიანის თქმით, გაეროს 69- სესიაზე პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი არ ყოფილა.

"თუ ინტრიგას ეძებთ, მინდა გაგიქარწყლოთ. არანაირი ინტრიგა იმაში, რომ მე და თენგიზ ფხალაძეს ურთიერთობა გვაქვს არ არის, ის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.